როგორია დაშავებულის მდგომარეობა

2020-08-21 00:02:33

რუსთავში მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა, რომელიც ზებრა გადასასვლელზე ბავშვთან ერთად გადადიოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალმა ბავშვისთვის ხელის კვრა და გზის სავალი ნაწილიდან გადაგდება მოახერხა, ხოლო თავად გადასვლა ვერ მოასწრო და ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ვიდეო იხილეთ აქ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები