საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების მისაღებად სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალზე რეგისტრაციის გავლა ორსულებსაც შეეძლებათ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ რეგისტრაცია 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი და თუკი ბავშვი ამ პერიოდში დაიბადება, მშობელს შესაძლებლობა აქვს, რომ სახელმწიფოსგან 200 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია გაიაროს.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის სახელმწიფო ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას გასცემდა.