საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავებული 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]
მცირეწლოვანი კიდევ 4 დაშავებულთან ერთად სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 25 წლის ახალგაზდა ქალი და მისი 4 წლის შვილიც.
შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი 7 ადამიანს დაეჯახა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შვიდივე პირი ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტომობილში ჩასხდომის დროს კი მათ სხვა მანქანა დაეჯახათ, რის შედეგადც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში. 4 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.
ვიდეო იხილეთ აქ