ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

2020-08-16 00:36:49

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის შეკრებილ 7 ადამიანს ავტომობილი დაეჯახა.

ადგილობრივის თქმით, ქორწილი სრულდებოდა და სტუმრები იშლებოდნენ, რა დროსაც თეთრი ავტომობილი გამოჩნდა. თავდაპირველად ის ბოძს შეეჯახა, შემდეგ ქუჩაში ერთი ოჯახის 7 წევრს დაეჯახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა 25 წლის ქალი და მისი 4 წლის შვილი, მათი ოჯახის ხუთი წევრი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობს კრიმინალური პოლიცია.

ვიდეო იხილეთ აქ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები