14 აგვისტოდან ისთ-ფოინთის მიმართულებით მგზავრობის საფასური გაიზარდა.
1.5 ლარის ნაცვლად მგზავრებს ამ მარშრუტზე 1.8 ლარის გახდა მოუწიათ.
როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ.
მისი თქმით, მიკროავტობუსში არც გამაფრთხილებელი საინფორმაციო ფურცლები არ არის გამოკრული, თუმცა გაზრდილი ტარიფი მაინც გადაიხადა.
"ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანს" ესაუბრა, სადაც განგვიცხადეს, რომ საფასური კომპანიას არ გაუზრდია.
მიუხედავად კომპანიის პოზიციისა, მგზავრობის ღირებულების ზრდას პირად საუბრებში თავად მძღოლებიც ადასტურებენ.