საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლისათვის იმ ფაკულტეტების სია გამოაქვეყნა, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს.
იხილეთ რომელ უმაღლეს სასწავლებელში რომელი ფაკულტეტი ფინანსდება.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ: ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების იტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა.
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: მშენებლობა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, არქიტექტურა, მათემატიკა, საინჟინრო ფიზიკა, აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, ქიმია, მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია, სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოლოგია, საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა, გეოინფორმატიკა, მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ- ინჟინერინგი, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მასალათამცოდნეობა, მევენახეობა და ენოლოგია.
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განთლების (I-VI კლესები) ინტეგრირებული საბაკალაავრო-სამაგიტრო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, არქიტექტურა, ბიოლოგია.
სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართული ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, მასწავლებლის მომზადების, ინტევგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო, პროგრამა (დაწყებითი განათლებს)ელექტრული ინჟინერია, მშენებლობა, აგრონომია, აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა, აგროინჟინერია, საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა, გერმანული ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ფილოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები(ბიოტექნოლოგიები), სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა, ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა, ხარისხის მართვა და ტექნიკურ ეკონომიკური ექსპერტიზა, გამოყენებითი დიზაინი, ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია, გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია.
სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, დაწყებითი საფეხურის მასწავლების ინტეგრირებული პროგრამა, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, აგრონომია, ეკოლოგია, საჯარო მმართველობა.
სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი: მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, აგრონომია, ეკონომიკა.
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ეკონომიკა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამა, მშენებლობა, აგრარული ტექნოლოგიები, ქართული ფილოლოგია, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა.
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქართული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, აფხაზური ფილოლოგია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ეკონომიკა.
სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, საჯარო მმართველობა.
სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია, დაწყებითი განათლება (300 კრედიტიანი), ბიოლოგია, ეკონომიკა, საჯარო მმართველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
გარდა ამისა, ცნობილია, თუ რამდენი ლარი გამოყო სახელმწიფომ სხვადასხვა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტისთვის.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00
ლარი;
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00
ლარი;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი;
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი.