რუსთავის ცხელების ზონაში პაციენტს ჯილეხი დაუფიქსირდა

2020-08-12 15:27:19

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ყარაჯალარის მკვიდრს  ჯილეხი, იგივე ციმბირული წყლული, დაუდასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ, განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქალმა რუსთავის ცხელების ზონას მაღალი ტემპერატურით მიმართა.

მას დაავადებისთვის საჭირო კვლევები ჩაუტადა და ჯილეხით ინფიცირება დაუდასტურდა.

იმის გამო რომ ქალი მაღალი რისკის ზონიდან, ყარაჯალარიდან იყო, მას კორონავირუსზე ტესტიც ჩაუტარეს.

ქალს კორონავირუსით ინფიცირებაც დაუდასტურდა.

ჯილეხი მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელიც ინფიცირებული ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ხოლო ადამიანიდან ადამიანზე არა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები