სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთში, ვოლგოგრადში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. [ვიდეო/video]
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწისქვეშა საწვავის ცისტერნაში მოხვედრა იყო.
იქამდე, სანამ დიდი აფეთქება მოხდებოდა, შემთხვევის ადგილიდან გაზგასამართი სადგურის თანამშრომლები გაიყვანეს.
ცეცხლის ჩასაქრობად 70 მეხანძრე და რობორი მუშაობდა.