გაჩიანში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-08-11 11:16:38

გაჩიანში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" გარდაბნის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ორივი მათგანი მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
ინფიცირებულებს შორის საშუალო ხნის ერთი კაცი და ერთი ქალია.

ამ დროისთვის მუნიცილაპიტეტში სულ 74 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები