ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. [ვიდეო/video]
ინფორმაციას ინგლისური გამოცემა BBC ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალიკუტის მიმართულებით ასრულებდა და აეროპორტის შენობას შეეჯახა.
გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბორტზე 174 მგზავრი, 2 პილოტი და 5 ბორტის თანამშრომელი იყო.