"მე ამას დავარქვი ბაჩანას გამოძიება"

2020-08-07 15:16:39

"ბაჩანას გამოძიება"- ასე უწოდა კომპანია "ZAG-ის" უფლებადამცველმა ქეთევან მირიანაშვილმა, კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას.

როგორც მირიანაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მათთვის მოულოდნელად საგამოძიებო ორგანომ ჩხრეკის შესახებ განჩინება წარუდგინეს.

"რა თქმა უნდა, არ ველოდებოდით. ეს არის, მე პირადად დავარქვი, ბაჩანას გამოძიება. სრულიად უსაფუძვლოდ, განჩინება, რომელშიც არაფერი არაა მითითებული რატო წერია, რას ეძებდნენ და რა უნდოდათ, მოვიდნენ ჩხრეკაზე",-  განუცხადა ინფო რუსთავს "ZAG-ის" უფლება დამცველმა.

მისი თქმით, ჩხრეკა კომპანიის ყველა თანამშრომლის სახლში არ ჩატარებულა.

მირიანაშვილისთვის უცნობია, რის მიხედვით მოხდა თანამშრომლების შერჩევა, ვის სახლშიც ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები