4 აგვისტოს ლიბანის დედაქალქის, ბეირუთის, პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება. [ვიდეო/video]
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 100-მდე, ხოლო დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რყევები მთელს ქალაქში იგრძნობოდა. აფეთქება ბეირუთიდან 240 კილომეტრით დაშორებულ კვიპროსშიც იგრძნეს. განადგურებულია ყველა შენობა აფეთქების 10 კილომეტრიან რადიუსში.
ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში უსაფრთოების წესების დარღვევით შენახული ანონიუმის ნიტრატი გახდა, რომელიც იმ ტერიტორიაზე 6 წელი ინახებოდა.
ქვეყნის მასშტაბით 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ოთხშაბათიდან კი ქვეყანაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდება.
"ჩვენ საშინელი კატასტროფის თვითმხილველები გავხდით. ყველგან მსხვერპლები და დაშავებულები არიან. 100 ადამიანი შემთხვევას ემსხვერპლა",- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
აფეთქების სხვადასხვა მიზეზებზე საუბარი უკვე დაწყებულია. მათ შორის, საეჭვოდ ემთხვევა ყოფილი პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის სასამართლო განაჩენი გამოცხადებას, რომელიც პარასკევს უნდა გამოცხადებულიყო.
სამედიცინო დაწესებულებები გადავსებულია დაშვებულებით, და კიდევ უფრო მეტს ელიან. ქვეყანაში ასევე რთული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების მხრივ, რაც სამედიცინო სფეროს უფრო მძიმე მდგოამრეობაში აყენებს.