მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

2020-07-31 00:17:00

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე.

"BMW-ს" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" შემთხვევის ადგილზე შეკრებილებმა განუცხადეს, 45 წლამდე მამაკაცი მაგისტრალზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარები ეკიპაჟი. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გონზე იყო.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები