"ჯოჯოხეთური სცენა იყო" [video]

2020-07-29 23:24:37

ამერიკაში, არიზონას შტატში, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა CNN ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ჩაინგრა ის ხიდი, რომელზეც მატარებელი გადაადგილდებოდა.

CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ძლიერი დაკვამლიანების გამო შეუძლოდ გახდა.

ხიდის ქვეშ გამავალ საავტომობილო გზაზე სამი მანქანა გადაადგილდებოდა. მათგან ორს ნივთიერება ციკლჰექსანონივი გადაჰქონდათ, რომელიც აალებადი უფერო ზეთია. მას იყენებენ ნეილონში და ასევე გამხსნელადაც.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად სითხიერების გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

"ჯოჯოხეთური სცენა იყო",- ასე აღწერს თვითმხილველი კამილა კიმბალი მომხდარს.

რამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადასვლა ამას გამოძიება დაადგენს. გამოძიებამ მუშაობა დაიწყო, ასევე ხიდის ჩანგრევის მიზეზების გამოც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები