რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი რევაზ გოგიძე პირადად წარუდგინა.
"მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ხოლო გიორგი გოროზიას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის"- განაცხადა რუსთავის მერმა.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რევაზ გოგიძის თქმით, სამსახურში ცვლილებებს არ გეგმავს.
"ყოველდღიურად მაქვს რუსთავთან შეხება. შესამჩნევია, რა კეთდება ქალაქისთვის, ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი რუსთაველისთვის, ბევრი სამუშაოა ჩატარებული რუსთავის მასშტაბით, რომელიც თვალსაჩინოა და მე მინდა, უფრო მასშტაბური გახდეს ეს ყველაფერი, ასევე მოქნილი, რა თქმა უნდა, ხალხთან კოორდინაციით",- განაცხადა რევაზ გოგიძემ.
ინფო რუსთავის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა, რევაზ გოგიძემ განაცხადა, რომ ქალაქში მწვანე პოლიტიკის გატარებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 19 აპრილიდან 2020 წლის 27 ივლისამდე რუსთავსერვის ცენტრს გიორგი გოროზია ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა რევაზ გოგიძეს პირველ მოადგილედ დაინიშნა.