საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბოლო დღეებში რუსთაველები აქტიურად მომართავენ კითხვით: ჩაიკეტება თუ არა რუსთავი?
ქალაქში არსებობს გარკვეული იფნორმაცია, თითქოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლის შემდეგ (რომელიც რუსთავიდან 4-5 კილომეტრში მდებარეობს), სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსის რამდენიმე ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, რუსთავიც ჩაიკეტება.
აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც განგვიცხადა, რომ ქალაქის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც იმის საშიშროება დგას, რომ ქალაქი უახლოეს მომავალში ჩაიკეტოს.