იკეტება თუ არა ლილოს ბაზრობა

2020-07-22 11:11:05

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები ლილოს ბაზრობაში მაღაზიას ფლობდნენ და მათ, სავარაუდოდ, ბაზრობაზე კონტაქტებიც ჰქონდათ.

რის გამოც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბოლო დღეებში კითხვით "დაიკეტება თუ არა ლილოს ბაზრობა" ხშირად უკავშირდებიან.

ამ თემის გასარკვევად ლილოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩომახიძეს დავუკავშირდით.

მისი განცხადებით, ბაზრობის ჩაკეტვის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.

"დიდი ხანია ის ოჯახი უკვე გადაყვანილია იზოლაციაში. დაახლოებით იქნება 2 კვირაა. ისინი მაღაზიის მფლობელები არიან.

გაკეთდა იმ ადგილების დეზინფექცია, დამუშავდა ყველაფერი. თუ რამე კონტაქტები იყო, ეგ თავად ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს",- განუცხადა ინფო რუსთავს გიორგი ჩომახიძემ.

მისი განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე უკვე გამკაცრდა მეთვალყურეობა, რადგან ბოლო პერიოდში ხალხი მოდუნდა და ჯადაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აღარ იცავდნენ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები