ახალი დეტალები დაკარგული გოგოს შესახებ

2020-07-22 01:16:39

გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის მშობლებმა და ახლობლებმა ქვემო ფონიჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში მათ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალიც გადაკეტეს.

დაკარგულის დედა საგამოძიებო უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. საქმეში ჩართული გამომძიებელი, კი აცხადებს, რომ ისინი გოგონას საპოვნელად ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ.

აქციის დროს ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.

დაპირისპირების დროს პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

23 წლის გოგოს საძიებო სამუშაოების ფარგლებში ამოღებულია მისი პირადი ლეპტოპი.

დედის ვარაუდით, შესაძლებელია, მის ლეპტოპში  ისეთი ინფორმაცია ინახებოდეს, რაც მისი შვილის გაუჩინარების საქმეში გამოძიებას დაეხმარება. 

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები იმ მიზეზით დაიშალნენ, რომ მოხდეს ახალგაზრდა გოგოს მოკლე ვადებში პოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიმართავენს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალეიშვილის უკვე მე-4 დღეა გაუჩინარებულია. ის ბოლოს საკუთარი ავტომობილით სოფელ ხაიშთან ნახეს.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები