"მილებს დავუპირისპიროთ ხეები"

2020-07-24 00:17:53

საზოგადოება "რუსთაველები" სლოგანით "მარად მწვანე რუსთავი" ახალ მოძრაობას იწყებს, რომლის მიზანიც ქალაქში შექმნილი ეკოლოგირი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაა.

საზოგადოება "რუსთაველების" ერთ-ერთმა წარმომადენელმა მუსიკოსმა ლაშა ნოზაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ იქამდე, სანამ პარლამენტი გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს, საჭიროა უფრო სწრაფი ნაბიჯები დაბინძურებული ჰაერის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ლაშა ნოზაძე რუსთაველებს მოუწოდებს, რომ ქალაქის გამწვანებაში მიიღონ მონაწილეობა, დარგონ და მოუარონ ხეებს, რომლებსაც თავიანთი შვილების სახელებს დაარქმევენ.

"რუსთაველები ვაანონსებთ, მწვანე მოძრაობის დაწყებას.
სლოგანი არის ასეთი "მარად მწვანე რუსთავი". მიზანი არის ის, რომ სანამ კანონები განხილვაშია, სანამ პროცესი მიდის და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მოვიგოთ დრო და მილებს დავუპირისპიროთ ხეები, ნერგები. მე ვთვლი, რომ სასწრაფოდ არის მწვანე მოძრაობა დასაწყები.

ეზოებში, სამეზობლოებში ვიცით პრობლებები სადაცაა, რა ადგილებშიც ხე არაა. დავიწყოთ იქიდან პირდაპირ ხეების დარგვით.

ოღონდ ერთი პირობით, რომ დავრგავთ, დავარქვათ ჩვენი შვილების სახელი და გავზარდოთ ისე, როგორც შვილს ვზრდით. რაღაცა პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ",- განუცხადა ინფო რუსთავს ლაშა ნოზაძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან ერთად საჭიროა, რომ დაბინძურებულ ჰაერს ხეები დავუპირისპიროთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები