წყალდიდობის შედეგად დაიტბორა დიდი ქალაქები [video]

2020-07-19 12:58:18

ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან.

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და დაიტბორა რამდენიმე დიდი ქალაქი.

ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთში შექმნილი მდგომარეობის გამო განგაშის მესამე ეტაპიდან მეორეზე გადავიდა. [ვიდეო/video]

წყალდიდობის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე 14 ადამიანი.

მოხდა მილიონობით მოქალაქის ევაკუირება.

სტიქიასთან საბრძოლველად ქვეყნის მთავრობამ სამხრეთ ნაწილში ათასობით სამხედრო განალაგა.

წვიმების გამო სწრაფად იზრდება წყლის დონე კაშხლებშიც, რის გამოც, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ ყველაფერს კატასტროფული შედეგები მოყვას.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები