ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-07-18 12:56:34

მარნეული-სადახლოს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას  ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა.

შემთხვევის დროს ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები