"ეს ძეგლი ვერ დარჩება თავის ადგილას" [video]

2020-07-16 18:55:30

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპისი მამა გიორგი მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას მოითხოვს. [ვიდეო/video]

მამა გიორგიმ ადგილობრივ მთავრობას, მერიასა და საკრებულოს, მოთხოვნა წაუყენა, რომ მოხდეს ძეგლის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოიყენებს ყველა კონსტიტუციურ უფლებას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლის აღება აიძულოს.

"ადგილობრივი მოსახლეობისაგან საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ხელს აწრენ როგორც ქართველები, ასევე აზერბაიჯანელები და სომხები მოთხოვნით, კანონიერად განიხილოს საკრებულომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

თვენახევარი გავიდა, რაც ეს წერილი შესულია. ჩემთვის როგორც ცნობილია, ყველა დოკუმენტი მათ უდევთ მაგიდაზე, მაგრამ ისინი მათზე დაკისრებულ ვალდებულებას არ აღასრულებს და არ განიხილავს ამ საკითხს. საერთოდ დღის წესრიგშიც არაა ეს საკითხი",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეპისკოპოსმა გიორგი.

"ინფო რუსთავის" კითხვას, იმ შემთხვევაში თუკი არ აიღებენ ძეგლს, მოხდება თუ არა მისი დემონტაჟი ძალადობრივი ხერხებით, მამა გიორგიმ უპასუხა, რომ ის ემიჯნება ყველანაირ ძალადობას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, მარტის თქვეში მარნეულის მერიამ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარა,რასაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპისის კრიტიკა მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეთნიკური შუღლის გაღვივების ფატქზე გამოძოებაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა თავად მამა გიორგიც. მისი თქმით, ის სუსში არ იყო დაბარებული და გამოკითხვისთვის მას თავად ჩამოაკითხეს.

მარნეულში აქციაზე სხვადასხვა ქალაქებიდან შეკრებილი მართმადიდებლური ეკლესიის მრევლი და ქართული მარშის წარმომადგენლებიც იყვნენ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები