ლიფტი ჩამოვარდა

2020-07-16 11:38:42

ბათუმში ლიფტი ჩამოვარდა.

შემთხვევის დროს ლიფტში 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც არასრულწლოვნებიც იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ემოციური ფონის გამო მაინც გახდა საჭირო.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები