20 მილიონიანი ინვესტიცია რუსთავში [video]

2020-07-14 17:49:15

რუსთავში ახალი ტექსტილის საწარმოს მშენებლობა იწყება. [ვიდეო/video]

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა ინვესტორებთან ერთად ჩადეს.

მშენებლობის  დაწყების საზეიმო გახსნას ქვემო ქართლში მხარის რწმუნებული და რუსთავის მერიც ესწრებოდნენ.

გიორგი გახარიას თქმით, ეკონიმიკური კრიზის ფონზე მთავრობისთვის ახლა მთავარი დამატებითი სამუშო ადგილების შექმნაა.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზია, რომ მართლაც, დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც შექმნის 3000 ახალ სამუშაო ადგილს. ერთმნიშვნელოვნად ეს არის მისასალმებელი და დღეს მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, სხვა არაფერი არ არის. ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საწარმოს მშენებლობისთვის თურქული ინვესტიცია ხორციელდება, რომელთა დაფინანსებითაც ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ტექსტილის საწამო უკვე აშენდა და რამდენიმე თვეში მათ რიცხვს „ქართლი ტექსტილიც“ შეემატება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, საწარმოს მშენებლობა 4 თვეში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 1000-მდე ადილობრივი დასაქმდება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ  მათი რიცხვი 3000-მდე გაიზრდება, რომელთა შორისაც 90% ქალი იქნება.

რეხვიაშვილის განცხადებით, საწარმოში დაცული იქნება ყველა შრომითი უფლება და იქ დასაქმებულს კარგი ანაზღაურება და 8 საათიანი სამუშო გრაფიკი ექნება. ასევე მოხდება მათი კვებით უზრუნველყოფაც.

საწარმოში სპორტული ტანისამოსი ისეთი დიდი ბრენდებისთვის შეიკერება, როგორიცაა: "ნაიკი", "ადიდასი", პუმა და სხვა.

მშენებლობის დაწყების საზეიმო გახსნის პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველმა ეკოაქტივისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.

მათი პროსტესტის მიზეზი იმ კანონპროექტის პაკეტის განხილვის გადადება გახდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასა და  ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებდა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საშემოდგომო სესიამდე გადაიდო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები