ნაცემი და დაკბენილი ბავშვი

2020-07-06 15:56:51

ბათუმში 9 წლის ბავშვზე დედამ ფიზიკურად იძალადა.

გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი არის ნაცემი და დაკბენილი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ჯერ-ჯერობით დედა არ დაუკავებიათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა ცისანა ჩიკვაიძემ დაადასტურა, რომ ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხდებოდა.

"ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სოცმუშაკის მიერ დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობა ბავშვზე, ჩვენმა სოცმუშაკმა ითანამშრომლა პოლიციის თანამშრომლებთან, ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა. ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა",- განაცხადა ცისანა ჩიკვაიძე.

"იფნო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები