დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის [video]

2020-07-06 14:16:31

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ნაზარლოსა და ვახტანგისის, მკვიდრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. [ვიდეო/video]

კერძოდ, ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ნაზარლოში ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა, სადაც ორი სოფლის ახალგაზრდები ჯერ სიტყვიერად დაუპირსპირდნენ ერთმანეთს, რაც შემდეგში  ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რესტორნის მეპატრონე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დროისთვის მძიმეა. ასევე ჩხუბის დროს დაზიანდა ერთი ავტომობილი.

დაპირისპირება თავდაპირველად 1 ივლისს რესტორაში რამდეიმე ახალგზარდას შორის დაიწყო, რასაც სოფლებში ახალგზარდების შეკრება და რამდენიმე დღის შემდეგ დიდი გარჩევა მოყვა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები