საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით საარჩევნო სისტემის ცვლას პირველი მოსმენით კენჭი უყარა.
5-მა დეპუტატმა კი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.
იხილეთ ჩამონათვალი: ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძე.
რეგისტრაცია გაიარა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.
ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფო რუსთავს საქართველოს პარლამენტში დაუდასტურეს.