პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემა დაამტკიცა

2020-06-21 14:03:03

საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილება პირველი მოსმენით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

საპარლამენტო სისტემის ცვლას პარლამენტში მხარი 136 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5 წინააღმდეგი იყო.

დღევანდელ კენჭისყრაში პარლამენტში რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები