მაღლივის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა მგზავრების გადაყვანა შეაჩერა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მძღოლებსა და კომპანიას შორის ამ ეტაპზე შეთანხმება დღიურ გადასახდელ თანხაზე ისევ ვერ შედგა, რის გამოც მძღოლებმა მუშაობა შეაჩერეს.
ჩვენი ინფორმაციით, მაღლივის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს ალდაგის მიკროავტობუსები ჩაანაცვლებს.
ასევე შეფერხებულია მგზავრთა გადაყვანა სადგურის მოედნის მიმართულებით. რა არის ამ შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მგზავრები მიკროავტობუსებს უკვე ნახევრ საათზე მეტია ელოდებიან.