რუსთაველი პოლიციელები ახალ შენობაში დღემდე არ გადასულან

2020-06-08 22:09:44

რუსთავის პოლიციის მესამე განყოფილება ახლად აშენებულ შენობაში ამ დრომდე ვერ გადადის.

განყოფილების თანამშრომლები უკვე წლებია მე-17 მიკრორაიონში მდებარე ბაღის ძველ შენობაში არიან განთავსებულები.

მე-12 მიკრორაიონში კი სპეციალურად მათთვის ახალი პოლიციის შენობა ააშენეს, რომლის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა პოლიციელები მუშაობას დღემდე ძველ შენობაში აგრძელებენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შენობის გახსნა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გამო გადაიდო.

საზეიმოდ 31 მაისს პოლიციელთა დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა მისი გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ბაღის შენობა, სადაც პოლიციელები ამ დროისთვის იმყოფებიან, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.

მათთვის ახლად აშენებულ ნაგებობა კი პოლიციელების სამუშო პროცესისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები