სომხეთში კორონავირუსის გამო ვითარება კრიტიკულია.
ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მთავრობამ ამ დროის გამნავლობაში გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო.
ფაშინიანის განცხადებით ამ დროისთვის სომხეთში 200-მდე კოვიდინფიცირებული ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება.
''ვალდებულებას ვგრძნობ თქვენს წინაშე, ვილაპარაკო სრული სიმართლე, რამდენად სასტიკიც არ უნდა იყოს ის. დღევანდელი დღის მდგომარეობით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 პაციენტი ელოდება თავის რიგს ჰოსპიტალიზაციისთვის.
დღეს ჯანდაცვის ჩვენი სისტემა მუშაობს ისეთი დატვირთვით, რომ საავადმყოფოებში ვერ ხერხდება იმ პაციენტების მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დაგვიანების გამო გარდაიცვალა, ასევე იყო ორი შემთხვევა, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილების უკმარისობის გამო, პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით სომხეთში 12 364 კოვიდინფიცირებულია, გარდაცვლილია 190, ხოლო გამოჯანმრთელება 3720 ადამიანმა შეძლო.