შეიარაღებული ამერიკელები საკუთრების დასაცავად [photo]

2020-06-03 13:48:02

აიდაჰოს ერთ-ერთ ქალაქში, კორ დი ლაინში, ადგილობრივებმა თავიანთი საკუთრების დაცვა შეიარაღებულებმა დაიწყეს.

ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ფონია, რომელიც პოლიციელის მიერ აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამოა.

კორ დი ლაინში მოსახლეობას ინფორმაცია ჰქონდა, რომ დემოსტრანტებთან ერთად ქალაქში იმ ადამიანთა ჯგუფიც აპირებდა ჩასვლას, რომლებმაც ვაშინგტონში აქციების დროს დააზიანეს ავტომობილები, გადაწვეს და გაქურდეს კერძო საკუთრებები.

სწორედ ამ ვანდალური ფაქტების თავიდან ასაცილებლად ქალაქის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ იარაღით დაეცვათ ქალაქში არსებული კერძო საკუთრება.

ადგილობრივები საპროტესტო აქციების პარალელურად პატრულირებენ ქალაქის მასშტაბით და კერძო საკუთრებების, მაღაზიების, კაფე-ბარებისა და სხვა, წინ ხელოვნურ ბარიერებს აგებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა პოლიციელმა ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას ძალაუფლებას გადააჭარბა და შემოაკვდა.

ძირს დაცემულ მამაკაცს პოლიციელი ფეხს ყელის არეში აჭერდა, მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდი ყვიროდა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო პოლიციელმა ძირს დაცემული მამაკაცის ყელიდან ფეხი არ აიღო.

ჯორჯ ფლოიდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია, სუნთქვის უკმარისობა, გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები