მამაკაცს სწრაფი ტესტით COVID19 დაუდასტურდა

2020-06-03 00:46:21

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით რუსთავის ცხელების ცენტრში მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ დაუდგინდა.

50 წლამდე მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და რუსთავში წითელი ხიდიდან გადმოიყვანეს.

იმისათვის, რომ მედიკოსები დარწმუნდნენ, ნამდვილად აქვს თუ არა მამაკაცს კორონავირუსი მას რუსთავის ცხელების ცენტრში PCR ტესტირებისთვის საკვლევ მასალას აუღე, რომელიც უკვე ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი.

რუსთავის ცხელების ცენტრში პაციენტის მიღებას ადასტურებენ თუმცა "ინფო რუსთავთან" საუბარში აცახდებენ რომ ყოფილა შემთხვევა რომ პირს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუფიქსირდა თუმცა PCR ტესტირების შემდეგ პასუხი ნეგატიური ყოფილა.

სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის ტესტზე ზუსტ პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დილით ელოდებიან.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები