საქველმოქმედო აქცია რუსთავის პარკში [photo]

2020-06-01 20:26:37

რუსთავის ცენტრალურ პარკში 7 წლის ნატალიას დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

"ჩვენ დღეს ვმართავთ საქველმოქმედო აქციას ჩვენი თანაგუნდელის ნატალი ბლიაძესთვის. ყველამ ვიცით, რომ მას საშინელი დიაგნოზი დაუდგინდა ძვლის კიბო და ჩვენ ვცდილობთ, რომ შევაგროვოთ თანხა, რათა ნატალი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ",- განუცხადა ინფო რუსთავს საცეკვაო სტუდია ცხელი შოკოლადის ქორეოგრაფმა ელენა ხორინამ.

სტუდიის მოსწავლეებმა პარკში სხვადასხვა საცეკვაო ნომრები დადგეს.

იქ მისულ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიეღოთ და თანხა შეეგროვებინათ.

რუსთაველ ბავშვს უმძიმესი დიაგნოზი ოსტეოგენური სარკომა დაუდგინდა, რომელიც სრაფად პროგრესირდება და მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები