თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქი

2020-05-31 00:21:19

European Best Destinations-მა მოგზაურებისთვის იმ ქვეყნებისა და ქალაქების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც მოგზაურობა კორონავირუსის საფრთხის პერიოდში ყველაზე უსაფრთხოა. 

ჩამონათვალს შორის მოხვდა საქართველოს დედაქალაქი თბილისიც.

ორგანიზაცია მოგზაურებს ურჩევს, რომ ამ პერიოდში უსაფრთხო დასვენება თბილისშია შესაძლებელი.

"საქართველო იმ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელთაც კორონავირუსი მცირედით შეეხოთ.

ქვეყანამ სწრაფად მიიღო საჭირო ზომები, რითაც შეძლეს ეპიდემიის დაბალ დონეზე შენარჩუნება...

თუკი ქვეყანა ტურისტებისთვის საზღვრებს პირველი ივლისისთვის გახსნის, მას შემუშავებული აქვს ჯანდაცვის ზომები, რომლითაც დაიცავს როგორ მოგზაურებს, ასევე თავის მოქალაქეებსაც...

ჯანდაცვის ამ კრიზისმა გვაიძულა ხელახლა დავფიქრებულიყავით იმაზე, თუ როგორ ვმოგზაურობთ...

თბილისი კი ის ადგილია, რომელიც ახლა გვესაჭიროება",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიაში, სადაც თბილისის მეავალფეროვნებასა და უსაფრთხოებაზე საუბრობს.

საქართველოს დედაქალაქმა ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა, ამავე ჩამონათვალში მოხვდა ბათუმიც და ის მეექვსე ადგილზეა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები