ტრამპი სოციალური ქსელების წინააღმდეგ

2020-05-29 01:03:21

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შეძლებს ისეთი გიგანტი სოციალური ქსელების დაჯარიმებას, როგორიცაა: Facebook, Twitter და Google.

სოციალური მედიის რეგულირების ბრძანებულების შესახებ ჯერ დეტალები არ არის ცნობილი.

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელმა Twitter-მა მის ორ პოსტს ფაქტ-ჩექის საშუალებით არასანდო და გადასამოწმებელი ინფორმაციის სტატუსი მიანიჭა. 

ამის შემდეგ 27 მაისს ტრამპა სოციალური ქსელებს "მკაცრი რეგულაციებით" ან საერთოდ "დახურვით" დაემუქრა.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები ჰყავს, მათს შორის Twitter-ისა და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორები.

მარკ ცუკერბერკის აზრით, მთავრობის მხრიდან სოციალური ქსელისთვის ცენზურის დაწესება არასწორი გადაწყვეტილებაა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI