რუსთავის ცენტრალური პარკი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის გამო თითქმის ერთი თვე დაკეტილი იყო.
თითქმის ორი კვირის წინ პარკი ისევ გაიხსნა, თუმცა უამინდობის გამო რამდენიმე დღით დაიკეტა.
რუსთავის ცენტრალური პარკი ამჯერად ღიაა და დამსვენებლების მიღება შეუძლია.
საინტერესოა, რომელი საათიდან რომელ საათამდე იქნება ღია რუსთავის დასვენების სივრცე.
ამის გასარკვევად "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელს გიორგი გოროზიას დავუკავშირდით.
როგორ გიორგი გოროზიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პარკი დამსვენებლების მიღებას დილის ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე შეძლებს.