გაძვირდა თუ არა სალონური მომსახურება რუსთავში

2020-05-23 21:36:36

თითქმის ორ თვიანი აკრძალვის შემდეგ 18 მაისიდან სალონებმა და ესთეტიკურმა ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო პროცესი ამ დაწესებულებებმა ახალ რეალობაში რეკომენდაციებისა და წესების დაცვით დაიწყეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფორ რუსთავი" დაინტერესდა, ახალი წესებისა და რეკომენდაციების დაცვის ვალდებულებამ, ხომ არ გამოიწვია რუსთავში სალონურ მომსახურებაზე ფასების ზრდა.

"ინფო რუსთავს" ქალაქში არსებულ სალონების ნაწილსში განუცხადეს, რომ ახალი წესების დაცვამ და მათ სამუშაო პროდუქციაზე ფასების ზრდამ პირდაპირპროპორციულად იმოქმედა მათი მომსახურების ტარიფზეც. სალონებში ამბობენ, რომ სხვადასხვა სერვისზე ფასმა 2-3 ლარით მოიმატა.

ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთ რეკომენდაციად გაცემულია, რომ სალონებმა მომხმარებლები ელექტრონულად ჩაწერონ. ამასთან დაკავშირებით სალონებში გვითხრეს, რომ მათი მომხმარებელი ელექტრონულ რიგებზე ინფორმირებულები არიან და პრობლემა არ შექმნილა.

რაც შეეხება რუსთავში არსებულ ესთეტიკურ ცენტრებს, მათ "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მათთვის რეკომენდაციების დაცვა პრობლემა არ არის, რადგან ეს მათი სამუშაოს შემადგენელი ნაწილი ისედაც იყო. რაც შეეხება ფასებს, ესთეტიკურ ცენტრებსი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ისინი მომსახურების ტარიფის გაძვირებას არ აპირებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI