რუსთავში ერთი საკარანტინე სივრცე გაუქმდა

2020-05-21 16:32:50

რუსთავში მოწყობილი სამი საკარანტინე სივრციდან ერთი, რომელიც "სასტუმრო რუსთავში" იყო მოწყობილი, გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით ორი საკარანტინე სივრცე რჩება მოქმედი, რომლებიც სასტუმრო "გრანდვეჯინსა" და სასტუმრო "ავტოპაპაშია" მოწყობილი.

ორივე საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 44 ადამიანია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ საკარანტინე სივრცეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ადამიანები აეროპორტებიდან გადაჰყავთ, სადაც პირები კარანტში 14 დღის განმავლობაში რჩებიან.