კლინიკიდან გაწერილს კორონავირუსი ისევ აღმოაჩნდა

2020-05-19 19:38:59

საჩხერერის სამედიცინო ცენტრიდან გაწერილ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდასტურდა.

"ინფო რუსთავი" დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მამაკაცს სიმპტომების გაქრობის შემდეგ ცხვირ-ხახიდან აღებულ ნაცხში კორონავირუსი არ დაუფიქსირდა, რის გამოც ის კლინიკიდან გაწერეს და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

თვითიზოლაციის პერიოდში ახალგაზრდა მამაკაცს ისევ გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები და ტესტის ჩატარების შემდეგ ვირუსი ისევ დაუდასტურდა.

ინფიცირებული სამკურნალოდ კვლავ საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები