მთავრობის მიერ წამორდგენილი ეკონომიკური საქმიანობის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმის მიხედვით გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, რომელშიც საცურაო აუზებიც შედის, და შემოქმედებითი საქმიანობა ბოლო მე-6 ეტაპისთვის განაახლებდნენ მუშაობას.
თუმცა მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო პირველი რამდენიმე ეტაპის განხორციელება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე გეგმის მიხედვით იყო გაწერილი.
სწორედ ამიტომ საინფორმაციო სააგენტო "იფნო რუსთავი" დაინტერესდა, როდის გაიხსენბა ქალაქში არსებული ორი საცურაო აუზი.
"ინფო რუსთავს" საცურაო აუზის "თოლიას" ხელმძღვანელმა, მარლენ ლაბაძემ, განუცხადა, რომ ის საცურაო აუზის გახსნისთვის მზადაა და მთავრობის რეკომენდაციებს ელოდება.
"ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით ჩვენ მე-6 ეტაპზე უნდა გავხსნილიყავით და გახსნა 6 ივლისისთვის გვიწევდა. თუმცა რადგან ამ ეტაპებმა გადმოიწია, ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლოს ან ივნისის 10 რიცხვამდე გახსნის უფლება უნდა მოგვცენ",- განაცხადა მარლენ ლაბაძემ.
რაც შეეხება საცურაო აუზის "არენას" ხელმძღვანელს, მან "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი ნებართვის მიღებას ივნისის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან.
"ჯერ-ჯერობით აუზების გახსნასთან დაკავშირებით არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ველოდებით მთავრობის რეკომენდაციებს. თუმცა დაახლოებით, 6 ეტაპიანი გეგმის დაჩქარების გამო, აუზების გახსნის თარიღმაც გადმოიწია და ვფიქრობთ, რომ 15 ივნისისთვის სავარაუდოთ აუზი უნდა გავხსნათ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" დათო ხამაშურიძემ.
აუზების გახსნის თემასთან ერთად აქტუალური ხდება, რამდენად უსაფრთხოა და არის თუ არა შესაძლებელი საცურაო აუზებზე კორონავირუსის გადადება.
ეპიდემიოლეგების განმარტებით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ წყლიდან ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება შესაძლებელია. თუმცა საცურაო აზუსის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ისევ და ისევ სოციალური დისტანციის დაცვა რჩება. წყლიდან შესაძლოა ვირუსი არ გადაედოს ადამიანს, მაგრამ ინფიცირებული იყოს ვინმე, ვისთანაც სოციალური დისტანციის დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება კორონავირუსის გადადება მოხდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი სოციალური დისტანციის დაცვა.
რუსთავში არსებული საცურაო აუზის ხელმძღვანელების თქმით, ისინი მზად არიან სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ყველა რეკომენდაცია დაიცვან, მათ შორის აუზზე მისულ ადამიანებს შორის დისტანცია, თერმოსკრინინგი და სხვადასხვა ჰიგიენური ნორმები, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვისაა საჭირო.