ქვემო ქართლში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-05-18 17:30:13

ქვემო ქართლის მხარეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 ით გაიზარდა და 237 გახდა.

სამივე ინფიცირებული ბოლნისიდანაა.

სწორედ ბოლნისშია ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 149, შემდეგ მოდის თეთრიწყარო, სადაც ვირუსი 54 ადამიანს დაუდასტურდა. მარნეულში 25 ინფიცირებულია და რუსთავში 9 დადასტურებული შემთხვევაა.

რაც შეეხება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც კორონავირუსის დამარცხება შეძლეს, ქვემო ქართლის მხარეში ასეთი სულ 99-ია.
ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული, 64, ბოლნისშია. მარნეულსი-16, თეთრიწყაროში-11, ხოლო რუსთავში-8.

სამწუხაროდ, მხარეში 3 გარდაცვალებაცაა დაფიქსირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები