პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

2020-05-15 20:14:31

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც თქვა რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტს გამოსცემს.

"გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი.

სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში მინდა საზოგადოებას მვმართო, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა ვერ მაპატიოს.

სანამ ავხსნი ჩემს ამ ურთულეს გადაწყვეტილების მიზეზს, უნდა განვმარტო კიდევ ერთხელ გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

ზვიადისა და მერაბის შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. გასაგები რომ იყოს დავამატებ, პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია.

ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება. ამდენად სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს.

არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არ ნიშნავს არცერთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე დამნაშავედ რჩება. სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან...

არავის არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით და სხვა და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე...

ეს შეწყალება არ ეფუძნება ჰუმანურ პრინციპებს, ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს.

ხაზი მინდა გავუსმა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებს არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანებების ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამდენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.

როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები