დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში

2020-05-14 19:55:21

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, კითხვზე არის თუ არა იმის საშიშროება, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახახლდება უპასუხა, რომ ამ დროისთვის ეს მოსალოდნელი არაა.

"ჩვენ არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებით მშვიდი და წყნარი კორონავირუსთან დაკავშირებით.

თუმცა ვიცი, რომ ამან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, მაგრამ სამწუხაროდ ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს და თუ ჩვენ არ გვექნა ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება მომავალი ზამთრისათვის, თუ ჩვენ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ზამთრისათვის ვაქცინა მზად იყოს დედამიწის მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება.

ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის ჯობია, რომ მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე რომელიმე საფრთხეს",- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები