რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე, გაჩიანის ხიდის დემონაჟი მოხდა. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით, დაზიანებების გამო, ხიდის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა, ამიტომ შესაბამისმა სამსახურმა მისი დემონტაჟი, მთლიანად მოახდინა.
როგორც "ინფო რუსთავს" გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა განუცხადა, ხიდი სავარაუდოდ ახლიდან აშენდება, თუმცა მშენებლობის დაწყების დრო და ხარჯები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სატვირთოს, ექსკავატორი გადაჰქონდა, რომელიც ხიდს გამოედო და დააზიანა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ჩამოინგრა ბეტონის ფილები და მილები, რომელიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ნახეთ ბმული