ექსკავატორმა ხიდი დაანგრია [video]

2020-05-07 15:53:09

რუსთავი ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

ექსკავატორი რომელიც სატვირთოს გადაჰქონდა ხიდს გამოედო და დააზიანა. ჩამონგრეულია ბეტონის ფილები და მილები რომელიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ავარიის დროს ბეტონის ფრაგმენტები დაბლა ჩამოიყარა.

მძღოლი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მან ვერ გათვალა სიმაღლე და შემთხვევით დააზიანა ხიდი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ექსკავატორი სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაშია ან უწყების დაკვეთით გადაჰქონდათ.

ავარიის შედეგად სატრანსპორტო საშუალებები შემოვლითი გზით მოძრაობენ, ადგილზე ვითარევბას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.