"შემოდგომაზე მოსწავლების სკოლებში დაბრუნებას ნუ ელით"

2020-05-13 11:25:50

ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ექიმი ენტონი ფაუჩი სენატის წინაშე წარსდგა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა ამერიკის ეკონომიკური საქმიანობის განახლებაზე.

სენატზე მოსმენის დროს ფაუჩის შემოდგომაზე მოსწავლეებისა და სტუდენტების სკოლებსა და უნივერსიტეტის კამპუსებში დაბრუნებაზეც ჰკითხეს.

მისი განცხადებით, ამერიკა არ უნდა მოელოდეს, რომ სტუდენტები და მოსწავლეები სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაბრუნებას შემოდგომაზე შეძლებენ.

"თუნდაც ვაქცინაზე მუშაობა იმ სისწრაფით გაგრძელდეს, როგორც ახლა მიმდინარეობს, არამგონია ვაქცინა აძლევდეს საშუალებას ინდივიდებს სკოლებში დაბრუნების საშუალებას",- განაცხადა ფაუჩიმ.

მისი თქმით, შემოდგომით სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტებისა და მოსწავლეების დაბრუნება რისკებთანაა დაკავშირებული.

სენატზე ამერიკის მთავრამა ინფექციონისტმა თავისი აზრი დააფიქსირა ამერიკის გახსნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ნაადრევი ნაბიჯების გადადგმა ცუდი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები