საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა

2020-05-09 19:21:16

მეთხუთმეტე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვვის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, სახლის მეპატრონეები სოფელში იმყოფებიან.

მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ერთ-ერთმა მეზობელმა მაშინ გამოიძახა, როდესაც სახლიდან გამომავალი კვამლი შენიშნა.

ამ დროისთვის ბინაში ცეცხლი ლოკალიზებულია.

ადგილზე მობილიზებული იყო ორი-სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი, ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარებისა და საპატრულოს ეკიპაჟებიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები