როდის განახლდება ყველა სახის წარმოება

2020-05-07 14:35:30

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას, რომ რიგი ეკონომიკური საქმიანობა განაახლონ.

კერძოდ მთავრობის განკარგულებით, 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და მაღაზიებიც, რომელთაც შესასვლელი აქვთ ქუჩიდან, გარდა ისეთი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებისა.

11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმის შეზღუდვების მოხსნა არ ეხება მოლებს და ისინი კვლავ დახურულები რჩებიან.

 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები