რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

2020-05-07 13:13:14

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ცეცხლი მე-7 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის მეექვსე სართულის ღია აივანზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნას გაუჩნდა.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ჩავარდნილი სიგარეტის ნამწვი გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.